ლექსიკონი
ა
აბალე _ აბა სადა, აბა მაჩვენე
აბარება _ საქონლის საშენებლად აყვანა
აბილაური _ ვაშლის ჯიში
აბნევა _ ნემსის აგება
აბოლება _ გადაუღებელი წვიმების დროს ბოსტნეულის აზრდა
აბრაგინი _ (აბრაგინის აკვრა) გაგდება
აბუეტი _ ელამი
აბუტულავება _ აკლება, აოხრება
აბუქა_ დაუზოგავად რომ ეკიდება საკუთარ ცხოვრებას
აგეჯრება _ აჯაგრება
აგრა _ აგერ, ჩვენებითი ნაცვალსახელი
ადოყება _ მცენარის სწრაფად ზრდა სიმაღლეში ნაყოფის მოუცემლად
ავრეხი _ უნაყოფო ხე ან მიწა
აზირ _ ბარემ
აკავება _ ხნულის მეორედ მოხვნა
აკანჭურება _ მტკივანი ფეხის აწევა
აკოკოლავება _ სიმაღლეზე დაწყობა
აკოღინება _ გულის რევა
აკუნწვლა _ ნაყოფის ბლომად მოსხმა
ალავლავება _ გაქნევით რეცხვა
ალაშა _ თამამი ქალი
ალუფხული _ არეულ_დარეული
ამაანთი _ ამათი
ამბავი _ ასე გამოსძახებს მასპინძელი კართან მდგარ სტუმარს. ე. ი. რა ამბავი მომიტანეო
ამბიტანია _ ამბის მიმტანი
ამოკუნჭვა _ ქვეშ ამოდება
ამოსვლიყო _ ამოსვლოდა
ამოფოთქილი _ ახლად აყვავებული ან ამოსული მცენარე
ამურავებული _ გაბრაზებული
ამწკლარტებული _ ამჟავებული
ანდე _ აი, აგერ
აპწკა _ კვერცხის შიგნით თხელი კანი, აპკი
ასორსლება _ დაგორგოლავება
ატრუზვა _ ატუზვა
აფაფხვა _ გაჭირვებით ასვლა
აფხავება _ გალესვა
აყვერებული _ აყვავებული, თესლგაკეთებული
აშარი _ მოჩხუბარი
აშაღლარა _ უსირცხვილო
აჩლიავება _ იღლიაში ამოდება
აწიწილება _ თონეში ჩაკრული გაუღვივარი პურის აწითლება და დასკდომა
აწოწვა _ ჩვეულებრივზე მეტად გაზრდა სიმაღლეში
ბ
ბაბანი _ კანკალი
ბაბო _ ბებია
ბაბუა _ ბებია
ბაკუტა _ დაბალი, სქელი ადამიანი
ბარდღი –ხის ძირზე ამოსული ყლორტი, ამონაყარი
ბასილა _ პურის ცომისგან გაკეთებული მამაკაცის გამოსახულება
ბაქმაზი – პომიდვრის მოდუღებული სქელი წვენი
ბაჭაჭყანა _ უსიამოვნო შესახედაობის ადამიანი
ბელეშა _ უხეირო, ულაზათო
ბენტერა _ ჩერჩეტი
ბერღარი _ წისქვილის დიდი ღარი ბორბალზე წყლის მოსაშვებად
ბექითავა _ მიწის ნაკვეთი ფერდობზე
ბლოჟინი _ გაურკვეველი ლაპარაკი
ბობაობა _ერთგვარი თამაში
ბოინი _ ბევრი ფრინველი, წვრილფეხა საქონელი
ბოლოთრია _ ძნის საზიდი სათრეველა ურემი
ბოლალა _ ნაბოლარა
ბრექია _ ამპარტავანი
ბრეცელა _ თვალბრტყელი
ბუდნა _ ერთი თოხის პირზე ამოღებული ორმო და შიგ ჩათესილი
ბუკაკა _ გამოშტერებული
ბულული _ თივის პატარა ზვინი
ბუტკუცუნა _ მსუქანლოყებიანი
ბუტუსურა _ უვარგისი, უნიათო ადამიანი
ბუტუტი _ კოკისპირული წვიმა
ბჟიტი – უგულო, გამოფიტული წვრილი მარცვალი
გ
გაგრეხა _ სახრის გადაწვნა
გაგუნგვლა _ ფქვილში, მტვერში ამოსვრა
გადაბარდღვა _ ტოტების გადაშლა
გადამცნილი _ გადაგვარებული
გადაქართულება _ გადავიწყება
გადაღმერთილი _ გადაზნექილი
გადაწირვა _ შიმშილით დასუსტება, ღონის დაკარგვა
გადაწმაწნა _ გადაგრეხა
გადახენცვა _ გადაკარგვა
გადახწნეული _ ძალიან დაბერებული
გაზენზვა _ ძალზე გაძღომა
გაზეპვა _ დატკეპნა
გათქორვა _ სარწყავი წყალი რომ ნელ-ნელა და კარგად გაუჯდება მიწას
გაიფინთება _ ამოივსება, გაიჭედება
გალალვა _ გაგდება
გამოკარება _ გამოდარება
გამოკოკილი _ გამოპრანჭული
გამომზიგულება _ მზეზე გამოსვლა
გამოსაკლარტი – პირის გასასველებელი, ხილი
გამოყრუვდა _ ამბობენ ნიორზე, რომელიც გაზაფხულზე იპარება
გაპილთუმებული _პირამდე სავსე
გარდილი _ გაზრდილი
გარკოვება – გამაგრება, გაუხეშება
გასახვრა _ სახრით ცემა
გასილავება _ პირამდე ავსება
გატიკვნა _ გაბერვა, ძალიან გაძღომა
გატუჩული _ გაბუტული
გაუძლისი _ აუტანელი
გაფარჩაკება _ გაჩანაგება
გაფარჩხვა _ უშნოდ გაშლა ხელების, ტოტების ან ფრთების
გაღავება _ გაფანტვა
გაღეჯეჯებული _ გაღივებული ხორბალი
გაჩენჩხილი _ ისე დამტვრეული, რომ ნაწილები ერთმანეთს არ იყოს დაშორებული
გაძაძღვა _ გაწელვა
გაძეკილი _ გატენილი
გაწრიოკებული _ გაწვრილებული
გაჭაჭვა _ ფქვილის წმინდად გაცრა
გაჭიფხული _ ძალიან დატვირთული ურემი
გაჭროღებული _ გახუნებისაგან აჭრელებული
გაჯეჯილება – გადატ. გათამაშება
გელმა _ ციგა
გერისთობა _ სოფელ გერში ხატის დღეობა
გეცა _ გენაცვალე
გიდელა _ ზურგზე ასაკიდებელი კალათი
გოგვი _ წისქვილის ნაწილი, სარეკელა
გოგროხა _ ჭირნახულის შესანახი დიდი გოდორი ნეხვითა და ნაცრით გალესილი
გოგუცი _ პატარა გოგო
გორგოლაჭი _ პატარა თვალი ურმისა
გორულა _ ყურძნის ჯიში
გორძამა _ მსხლის ჯიში
გულგაწრიოკებული _ გულგაწყალებული
გუმბულა _ ერთი წველა ყველი
დ
დაბდური _ მოუხერხებელი
დაბრანძული _ დაკონკილი
დაგემოვება _ გემოს გაგება
დაგუდგუდება _ დიდი ცეცხლის გაჩაღება
დაკვებება _ დაბედება
დაკიწკიწება _ დალაგება _ დასუფთავება
დაკოჟიჟება _ დაკოჟრება
დაკუნწლული _ დახუნძლული
დალა _ კვერნა
დალიცლიცება _ პირამდე გავსება
დაორხელება _ ორივე ხელით სამუშაო იარაღის მაღლა აწევა და მოქნევით დაკვრა
დასაწველი _ დასაწვავი
დასუსნა _ ტკბილეულის გემოს გასინჯვა
დასცემიყო _ დასცემოდა
დაფოციაკება _ დაფაცურება
დაქაჩვა _ ჭაჭისაგან წნეხით წვენის გამოწურვა
დაყანდება _ სიდამპლეშერეული ხე
დაყურსება _ დაწყნარება
დაშარვა _ ნახნავის დაკვალვა
დაშტიალება _ გაწყრომა
დაჩიხავება _ დასახიჩრება
დაჩლიჩვა _ დაგლეჯვა
დაჩულვა _ დაგმანვა
დაწარბვა _ ფიცარზე წვრილი ხიწვების აცლა
დაწული _ დამწვარი
დახედვა _ გემოს მიცემა(შეცვლა) თავსახურისაგან
დახვლიკული _ გამხდარი ადამიანი
დახნიანება _ ხანსი სესვლა
დაჯიჯოებული _ შესივებული
დაჯოშილი _ გაზრდილი, დავაჟკაცებული
დგაა _ დგას
დედამკვდარი _ უდედოდ შედედებული მაწონი
დევერხინა _ ვეებერთელა
დელამა _ ყველისთვის შედედებული რძე
დომხალი _ მოდუღებული, გაწურული და მწვანილით შეზავებული დო
დოჩო _ დოყლაპია
დუმნა _ ურმის ნაწილი
დურდო _ ღვინის ან ძმრის დანალექი
დუშაყი _ ცხენის ბორკილი
ე
ე _ ჩვენებითი ნაცვალსახელი, ეს, ეგ, აგერ, აი
ეიბე _ გაკვირვების შორისდებული
ემგე _ ჩვენებითი ზმნიზედა, აი, აგერ
ემდელა _ ეგოდენა, ამხელა
ენგრაე _ ეგრე
ენდე _ აი, აგერ
ენჟეფი _ მაყრების უფროსი
ვ
ვარიანი _ კარაქის სადღვები ხელსაწყო
ვარცლი _ ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი
ვერზელა _ ძალიან დიდი
ზ
ზედაგარდა _ საქონლის საბმელი რკალის თასმა
ზინტლი _ ჭუჭყი
ზღვე _ხის იატაკი, რაზეც წვება საქონელი
თ
თავანკარა _ საუკეთესო
თავუღელი _ უღელი, რომელიც გუთანში სულ წინა უღელ ხარებს ადგას
თალხნად _ თავისუფლად
თეთრეული _ წველა (რძის ნაწარმი)
თვალი გეჭიროს _ ყურადღება მიაქციე
თოვლა დაიწყო _ თოვს
თონის ამონთება _ ნახურები თონის ხელახლა ამონთება
თოხი _ წისქვილის ნაწილია
თუთქი _ სველი, ახლად აზელილი ნაცარი
ი
იმაანთი _ იმათი
იმტოლი, იმტელი _ იმდენი
კ
კავანა ლობიო _ ხვიარა ლობიო, რომელიც სარს აჰყვება
კაკია _ ზაფრანა
კაკუჩა _ კაუჭა ჯოხი
კაპირჩხი _ წისქვილის ნაწილი
კარგა, კარქა _ კარგად
კაჭაჭი _ მცენარის გამხმარი, უვარგისი ღერო
კბილა _ გუთნის ნაწილი
კერესი _ გასვენების სუფრაზე ტკბილეული
კერკი _ გათუთქული და საზამთროდ გამხმარი ხილი
კეწერა _ წვრილი ფიჩხი
კვებულა _ საქონელი დაძროხებამდე ან დახარებამდე
კვრინჩხი _ ეკლიანი ბუჩქი, ისხამს საჭმელად ვარგის, კურკიან, მოლურჯო ნაყოფს.
კილი _ ბუზის კვერცხი
კინწიხი _ კენწერო
კოდო _ აუჩქარებელი ადამიანი
კუჭუჭი _ ოდნავ დამსკდარი, დახალული სიმინდი
ლ
ლაპი _ ცეცხლის ალი
ლაპატო _ ლობიოს ნედლი პარკი, უმარცვლო
ლეკნები _ პატარაშოთები
ლოთოთო _ ღორის საჭმელი
მ
მა _ მაშ, კი
მაგდელი _ მაგდენი
მაგდანოზი – ოხრახუში
მადაური _ ხელით დაკრული თხელი და მრგვალი პური
მანჭვები _ გუთნის ნაწილი
მარგილი _ სარი
მარტოკელა _ მარტოხელა
მარტოკინა – მარტო
მაშა _ ნაკვერჩხლის ასაღები
მემთეხური _ მთესველი
მეოცდება _ გაოცებული ვარ
მეძნეური _ ძნის შემკვრელი მკის დროს
მინდი _ დაფქვის საფასური მარცვლის სახით
მინუნა _ ძალიან ცოტა
მოდგამი _ხვნაში მონაწილე ხარით ან სახვნელით
მოლალვა _ მორეკვა, მოდენა
მოტუსვა _ მოწვა
მოუკლარწავი _ მოუხარშავი
მოცხავება _ გალეწილი ხორბლის ცხავში გატარება
მოცხრილვა _ გალეწილი ხორბლის ცხრილში გატარება
მხე _ მჟავე
ნ
ნაალი _ დიდი ლეიბი
ნაკაზმი _დაბალი ხარისხის სიმინდი, ხორბალი
ნალო _ ერთად შეკრული მსხვილი შეშები
ნამძრალი _ შემოდგომით მოხნული მიწა, რომელსაც გაზაფხულზე თესავენ
ნერგი _ ტირიფი
ნეფიონი _ ქორწილში ნეფის მაყარი
ო
ოდოშღერი _ სიმწიფეში შემავალი პურეული
ოჩხი _ ზამთარში თევზის საჭერი (ფაცერი)
ოწონწალა ხიდი _ ბაგირის ხიდი
პ
პწკა _ აპკი
რ
რავი _ რა ვიცი
რატარუტი _ უთავბოლო ლაპარაკი
რო _ რომ
როდინი _ ქვასანაყი
ს
სამურველი _ სპეციალური რკინის სავარცხელი, საქონლის დასავარცხნად
სარცხი _ ქვევრის სარეცხი
სასვარი _ წყალში გახსნილი ფქვილი, სალაფავი
სასინათო _ მცირე სარკმელი
საწორავი _ საწურავი
სერა _ სადღვებლის მოსაკრავი დამუშავებული თხელი ტყავი
სველი _ ყველის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხე
სიდედრი _ ცოლის ნათესავი ქალი
სმაფიცილა _ სვამს და ამბობს არ ვსვამო
სმეულობა _ დიდი ქეიფი, სმა
სოპი _ ქვა
სუ _ გაჩუმდი
სუ _ სულ, მუდამ
სცმიყო _ სცმოდა
სხმიყო _ სხმოდა
ტ
ტაბაკი _ ხისაგან გამოთლილი სინისებრი ჭურჭელი, რომელსაც ხორბლის გასაწმენდად ხმარობენ
ტაგარი, თაღარი _ დიდი, ბრტყელძირიანი ქვევრი
ტალავერი _ ხეივანი
ტევრი _ ხშირი ტყე
ტვია _ ლობიოს ხე
უ
უმფროსი _ უფროსი
უხაბრო _ მოუხერხებელი
ფ
ფეხიბრუნება _ გათხოვილი ქალის პირველად მისვლა მშობლებთან
ფინთი _ ცუდი
ფოჩხი _ ფოცხი
ფუა _ ფქვილიანი და კვერცხიანი რძე
ქ
ქასური _ ცელის სალესი ქვა
ქაჯანი _ გაჯი
ქუბი _ პატარა ბურვაკი
ქუსლი _ გუთნის ნაწილი
ქუჩება _ გროვება
ღ
ღვედი _ გრძელი ჭაპანი, რომელსაც რამდენიმე უღელ ხარ _ კამეჩს უბამენ
ღვია _ მცენარე, რომლითაც ქვევრებს რეცხავენ
ღოლო _ მცენარე, რომლითაც ამზადებენ მხალს ან შეჭამანდს
ღრე _ დახრამული ადგილი
ყ
ყატი _ ობი
ყრუჩუნა _ ყრუ
ყურყუტი _ ლოდინი
შ
შეგემება _ შეზავება
შემღებიყო _ შემღებვოდა
შეტემუტა _ ჭკუამსუბუქი ადამიანი
შეწუხდა _ ცუდად გახდა
შეყვარებიყო _ შეყვარებოდა
შიშაქი _ ერთი წლის დედალი ცხვარი
შხუპვა _ წყალში შხაპუნით სვლა
ჩ
ჩამიჩი _ გამხმარი ყურძენი
ჩაფი _ თიხის კოკა, ჩადის ერთი ფუთი სითხე
ჩუმა _ ნაღების დღვებისა და კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხე
ჩხა _ მტევნებიან _ რქებიანად მოჭრილი ძალიან მსხმოიარე ტოტი ვაზისა შესანახად
ც
ციმორი _ თევზის ჯიში
ციცხვი _ ხის დიდი კოვზი
ცხავი _ მავთულის ბადიანი საცერი
ცხრილი _ წვრილთვლებიანი საცერი ხორბლისთვის
ძ
ძალუა _ ბიცოლა
ძირუღელი _ უღელი, რომელიც გუთნიდან პირველ უღელ ხარებს ადგას
ძიაჩემი _ ბიძაჩემი
ძურწა _ სარეველა ბალახი
წ
წაბდური _ რძეში დამბალი, ათქვეფილ კვერცხში ამოვლებული და ერბოში დაბრაწული პური
წალამი _ ვაზის ნასხლევი
წანდელი _ მოხრილპირიანი დანა
ჭ
ჭანჭახი _ ცუდი, ტალახიანი ამინდი
ჭახრაკინა _ ჭარხლის ფოთლისა და ყველის გულისაგან გამომცხვარი ცომი
ჭიგო _ დიდი სარი
ჭიტი _ ნართი
ჭყოპი _ თოვლნარევი წვიმა
ხ
ხარჯი _ ქელეხი
ხელეური _ ნამჯა, რომელსაც მომკალი მკის დროს მარცხენა მკლავზე იტევს
ხვიმირი _ წისქვილის ნაწილი
ხმალი _ გუთნის ნაწილი
ხო _ ხომ
ხონჩა _ ხის პატარა მაგიდა, მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმის,ვარცლის
მსგავსად ოდნავ ამოღრმავებული
ჯ
ჯაგანი _ ბაწარზე ან წნელზე ასხმული ყურძნის მტევნები ან სხვა ხილი
ჯაგი _ პატარა დაბალი ეკლიანი ჩირგვი
ჯალაბი _ ოჯახი
ჯამბარა _ გუთნის ნაწილი
ჯამფიალა _ თიხის დიდი ჯამი
ჯეელი _ ახალგაზრდა
ჯეჯიმი _ ფარდაგი
ჯინი _ წნელის სასიმინდე
ჯიხური _ ფიცრული სასიმინდე
ჰ
ჰაზირ _ ბარემ
ჰქონიყო _ ჰქონოდა
ჰყოლიყო _ ჰყოლოდა