ბარბარიზმები - პროექტის მიზნები

პროექტის სახელი:
ილაპარაკოთ სწორი ქართულით

მარგალიტი მარტო ძვირფასი ქვა როდია, ძვირფასი სიტყვაცაა, რომელიც დღეს ასე გვჭირდება თითოეულ ქართველს და, სამწუხაროდ, საძებარია. მე იმედი მაქვს, აღმოჩნდებიან ახლგაზრდები, რომლებიც მოიძიებენ, მოუვლიან, უპატრონებენ და შთამომავლებს გადასცემენ უვნებლად ისე, როგორც ჩვენ მივიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან.
პროექტის მიზანი: 
ახალგაზრდების მეტყველებაში გამოყენებული სიტყვების: ბარბარიზმების, ანგლიზმების, ჟარგონების მოძიება - შეგროვება.

პროექტის სრული აღწერა: 
მოსწავლეები მოიძიებენ იმ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც ხშირად ესმით თანატოლებისაგან გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, მოიყვანენ მაგალითებს, შეადარებენ ლექსიკონებს, მოსწავლეები დაწერენ ესეებს, ლექსებს და ჩანახატებს აღნიშნულ თემაზე, აიღებენ ინტერვიუს მეგობრებისაგან. მოძიებული მასალებით შეადგენენ ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას. ასევე გაეცნობიან გარემო პირობების ფაქტორის ზეგავლენას მეტყველებაზე.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი(მე-10, მე-11 კლასები)
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა,ინტერვიუ, კვლევა, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარი, გაიღრმავებენ ცოდნას ქართული და
არაქართული სიტყვების შესახებ. გაარკვევენ როგორ ილაპარაკონ სწორად და ურჩევენ თავის თანატოლებსაც ნუ გამოიყენებენ მეტყველების დროს ჟარგონებს, ბარბარიზმებსა და სხვა არასასურველ სიტყვებს. შექმნიან მოძიებული სიტყვებითა და გამოთქმებით ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარს. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს და უკეთ გაიცნობენ ქართული ენის თავისებურებებს.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ.

ქართული - დახვეწენ ინტერვიუზე, ლექსიკონებზე, პროექტზე მუშაობის უნარს.

ისტორია - გაარკვევენ რამ გამოიწვია უცხოური სიტყვებისა და გამოთქმების დამკვიდრება ქართულში.

ისტ - შექმნიან საპრეზენტაციო პროგრამას, ლექსიკონის ელ.ვერსიას, ბლოგს.

პროექტის ფასილიტატორი: ნანა ლომიძე
ელ-ფოსტა: nanalom@gmail.com

Комментариев нет: